საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ქართული ბიზნესი ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და იქ სადაც შეიძლება იყოს ჭარბი მოგების ცდუნება, ამ ცდუნებას არ აჰყვებიან და ის მოგება, რაც ბიზნესს ზოგადად უნდა ჰქონდეს და რაც არის ზოგადი სტანდარტი, რა თქმა უნდა, მათი მოგება არის, თუმცა ჭარბი მოგებისკენ სწრაფვა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის არ გამოჩენა, ამიტომ, იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ასეც იქნება. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, იცით რომ პარლამენტში კომისია უკვე შეიქმნა, მომავალი კვირიდან აქტიური იქნება სხდომების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.














