საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა გოჩა შონიამ, გიორგი ფანგანმა (უფლებამოსილება შეუწყდა) და სერგო მესხმა (კომისიის წევრის პოზიციაზე ფანგანისთვის ვადის ამოწურვის შემდეგ აირჩიეს) 19 თვეში ხელფასის სახით 457 637.5 ლარი აიღეს. ინფორმაცია მოცემულია 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მოცემულ პერიოდში.

აღნიშნულის შესახებ „აიპრესს“ კომისიიდან აცნობეს. ჩვენ ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ანაზღაურების შესახებ.

გოჩა შონიას ხელფასი 19 თვეში 227 652. 17 ლარით განისაზღვრა. მან 2015 წელს აიღო 142 800 ლარი, ხოლო 2016 წლის 7 თვეში 84 852.17 ლარი. მისი ხელფასი 2015 წელს 11 900 ლარით განისაზღვრებოდა, ხოლო 2016 წელს მისი ხელფასი გაიზარდა. ამ წელს მას საშუალოდ 12 121 ლარი გამოსდის. ამ მონაცემებით, მისი ხელფასი სემეკის თავმდჯდომარის ხელფასს აჭარბებს, ეს უკანასკნელი ხელფასის სახით ხელფასის სახით 12 000 ლარს იღებს.

სერგო მესხმა 2015 წლის 9 თვეში 120 133. 33 ლარი აიღო. გასული წლის 5 ოქტომბერს მას უფლებამოსილება შეუწყდა. ამ 9 თვის განმავლობაში მისი ხელფასი საშუალოდ განსაზღვრულია 13 340 ლარით არის განსაზღვრული. (კომისიიდან თავმჯდომარისა და წევრების ყოველთვიური ანაზღაურება არ გვაცნობეს. მხოლოდ 2015 წლისა და 2016 წლის მოცემული პერიოდის დაჯამებული მონაცემები გამოგვიგზავნეს ავტ:).

რაც შეეხება კიდევ ერთი წევრის გიორგი ფანგანის ხელფასს მისი ხელფასი 2015 წელს 25 000 ლარით განისაზღვრა, ის წევრად 2015 წლის 27 ოქტომბერს დაინიშნა. ფანგანმა 2016 წლის 7 თვეში ხელფასის სახით 84 852.17 ლარი აიღო. გამოდის, რომ მან 2015 წლის 2 თვესა და სამ დღეში 25 000 ლარი აიღო, ხოლო 2016 წლის 7 თვეში მისი ხელფასი საშუალოდ 12 121 ლარი გამოდის.

 

ამავე ინფორმაციის თანახმად არც კომისიის თავმჯდომარეს და არც წევრებს სახელფასო დანამატი არ აუღიათ.