საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 10:08 საათზე, წალკიდან აღმოსავლეთით 5კმ-ში დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
"დღეს წალკიდან აღმოსავლეთით 5კმ-ში თბილისის დროით 10:08-ზე მოხდა 3.1ml მაგნიტუდის მიწისძვრა" - აღნიშნულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.