დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გუშინ გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის კერები გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩააქრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ნაკრძალში მცხოვრები უნიკალური ჯიშის ცხოველები და ფრინველები გადარჩენილია,  ვინაიდან ცეცხლმა  კონკრეტულ მონაკვეთამდე ვერ მიაღწია.

ცნობისათვის,  ზაფხულის სეზონზე, დედოფლისწყაროში, სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთებში ნარჩენების უკონტროლო გადაწვის გამო ხშირია ხანძრის შემთხვევები. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაუდევრობის გამო გაჩენილი ხანძრების შედეგად  ქარსაცავი ზოლები, ვენახები და მზესუმზირას ბაღებიც გადაიწვა.

ფოტო არქივიდან