საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის
კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), შპს „ჯავახავტოგზა“-მ მეკლდეურების მეშვეობით
უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები.
რის გამოც, 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან
18:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
პერიოდულად 30 წუთიანი ინტერვალებით.