საქართველოს რადიოს 101 წელი შეუსრულდა. 1925 წლის 23 მაისს საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობა დაიწყო.

2025 წელს საქართველოს რადიოს 100 წლის იუბილე აღინიშნა და მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად ტექნოლოგიების და ციფრული პლატფორმების განვითარებისა, რადიო დღემდე არ კარგავს თავის მსმენელს, ნიშას და აქტუალობას. საქართველოს პირველი არხის ახალი შეფუთვა „მაუწყებლობა 1925 წლიდან“ კონცეფციას ეფუძნება.

საქართველოს რადიო ერთ-ერთი უძველესი რადიოსადგურია ევროპაში, მისი „ოქროს ფონდი“ ქვეყნის ხმოვანი მატიანეა, რომელშიც უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაწერები ინახება, მათ შორის, ქართველი და უცხოელი მწერლების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ხმის ჩანაწერები.

დღეს საქართველოს რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს