საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც დელეგატებმა პრეზიდენტის პოზიციაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რატი იონათამიშვილის კანდიდატურას.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ცნობით, ყრილობაზე გენერალურ მდივნად გიორგი (ლაშა) მაისურაძე აირჩიეს, გამგეობის ახალი წევრი კი პარა ათლეტთა საბჭოს წარდგინებით ირმა ხეცურიანი გახდა. ყრილობამ, ასევე, პირველ ვიცე-პრეზიდენტად შალვა მაისურაძეს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად რევაზ რევაზიშვილი და გიორგი ოკრიბელაშვილი აირჩია.

ბოლო წლებში, საქართველოში პარალიმპიური სპორტი შთამბეჭდავი ტემპებით ვითარდება, რისი დასტურიც 2024 წელს პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშები იყო. პარიზი 2024-ზე ქართველმა პარა ათლეტებმა სარეკორდო შედეგი აჩვენეს და 9 მედალი, მათ შორის, ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს. სახელმწიფო დონეზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით პარალიმპიური სპორტი სტატუსით ოლიმპიური სპორტს გაუთანაბრდა.

რატი იონათამიშვილი კომიტეტს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს და მისი მიზანი მომდევნო პარალიმპიურ თამაშებზე პარიზის ისტორიული შედეგების გაუმჯობესება იქნება.