საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შედგება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.




