რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია დაშავდა.

„ფორმულას“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მას თავის არეში აქვს მიღებული დაზიანებები.

ოპერატორს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, მანამდე ოპერატორი მხუთავი აირის გამო დაშავდა.