შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება გულისხმობს - საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ცოტა ხნის წინ, ბესიკი ქუჩაზე მდებარედ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისთან, პარტიის ლიდერი ნიკა გვარამიას დააკავეს.
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ოფისში იმყოფებიან ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
გვარამია პარტიის ოფისში ცდილობდა შესვლას, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა, რომლების ოფისის შესასვლელთან იდგენენ, ნიკა გვარამია ოფისში არ შეუშვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. რის შემდეგ ის დააკავეს.
მედიასთან ელენ ხოშტარიამ განაცხადა რომ ნიკა გვარამია დააკავეს.
რამდენიმე წუთის წინ ნიკა გავრამიას "ლაივ ჩართვა" ჰქონდა ოფისიდან სადაც განაცხადა, რომ სამართალდამცველები მივიდნენ ოფისში.