“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ოფისში იმყოფებიან ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
ადგილზე იმყოფებიან პარტიის ლიდერებიც. თინა ბოკუჩავასა და სოფო ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები. მათივე განცხადებით, მოითხოვეს მიზეზი იმისა, თუ რატომ იმყოფებიან სამართალდამცველები ოფისში, თუმცა ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ. მათ, ასევე, არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩხრეკა.
“გვივარდებიან სახლებში, გვივარდებიან ოფისებში. ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება ხალხნო. ახლა უნდა გავერთიანდეთ,“ - აცხადებს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.
ცოტა ხნის წინ ბესიკი ქუჩაზე მდებარედ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისთან, პარტიის ლიდერი ნიკა გვარამიას დააკავეს.
გვარამია პარტიის ოფისში ცდილობდა შესვლას, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა, რომლების ოფისის შესასვლელთან იდგენენ, ნიკა გვარამია ოფისში არ შეუშვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. რის შემდეგ ის დააკავეს.
მედიასთან ელენ ხოშტარიამ განაცხადა რომ ნიკა გვარამია დააკავეს.
რამდენიმე წუთის წინ ნიკა გავრამიას "ლაივ ჩართვა" ჰქონდა ოფისიდან სადაც განაცხადა, რომ სამართალდამცველები მივიდნენ ოფისში.