2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას დამარცხებული პოლიტიკური სუბიექტების და მათი მხარდამჭერები არცთუ იშვიათად აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება რეგიონების მოსახლეობის დაშინების გზით მიღწეული მხარდაჭერით მოიპოვა და დედაქალაქში, სადაც ამომრჩეველთა თითქმის მესამედია, აგრეთვე დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ, სადაც ამომრჩეველზე ხელისუფლების გავლენა მინიმალურია, უპირატესობა ოპოზიციის მხარეს იყო.
ცესკოს საიტზე ატვირთული საპარლამენტო არჩევნების არჩევნების შედეგებიდან თბილისში, დიდ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი) და საზღვარგარეთ მიცემული ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასეა გადანაწილებული:
„ქართული ოცნება" 483 553 ხმა → 45.10%
„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“ 156 670 ხმა → 14,61%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 117 675 ხმა → 10,97%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 103 056 ხმა → 9,61%
„გახარია საქართველოსთვის" 98 898 ხმა → 9,22%
სხვები (ბარიერს მიღმა დარჩენილი 13 პოლიტიკური სუბიექტი ერთად) 112 417 ხმა → 10.48%
საპარლამენტო მანდატები მხოლოდ ამ შედეგების მიხედვით რომ გადანაწილებულიყო „ქართული ოცნება" 76 მანდატს მიიღებდა, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“ - 25 მანდატს, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 18 მანდატს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 16 მანდატს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის" - 15 მანდატს.
მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მტკიცება, ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური სუბიექტის მიერ, თბილისში, აგრეთვე დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ, „ქართულ ოცნებაზე" უფრო მეტი ხმის მიღების და შესაბამისად, ამ ქალაქების და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ნდობის მანდატის მოპოვების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს.