კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენი დღის წინ მოხდა.
პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სტაბილურად მძიმეა გარდაცვლილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს.
ცნობისათვის, ბოლო ათი დღის განმავლობაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სოკოს ინტოქსიკაციით 20-მდე მოქალაქე მოხვდა. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ფოტო არქივიდან