69 წლის ასაკში, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი დღეს შეიწყალა.

დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი 1956 წლის 8 ივ­ნისს და­ი­ბა­და. ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­ყუ­რე­ბელ­მა არა­ერთ თე­ატ­რა­ლურ დად­გმა­სა თუ კი­ნო­ში იხი­ლა, მათ შო­რის, მისი ფილ­მოგ­რა­ფი­ი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლია ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის "ისი­ნი", რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნის „მაგ­რამ რა მერე?", ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძის „არის ასე­თი ქვე­ყა­ნა", ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის „თბი­ლი­სი-თბი­ლი­სი" და სხვა.