ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ატვირთული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი ყველა ოლქის ჯამური მონაცემებით ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან კომენტირების დროს ხაზგასმით აღინიშნება, რომ „ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება რეგიონების მოსახლეობის დაშინების გზით მიღწეული მხარდაჭერით მოიპოვა და დედაქალაქში, სადაც ამომრჩეველთა თითქმის მესამედია და საზღვარგარეთ, სადაც ამომრჩეველზე ხელისუფლების გავლენა მინიმალურია, უპირატესობა ოპოზიციის მხარეს იყო.

ცესკოს საიტზე არსებულ მონაცემების თანახმად,  თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში 623 566-მა ამომრჩეველთა გააკეთა არჩევანი და ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება" 263 218 ხმა → 42,20%

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 91 747 ხმა → 14,71%

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 77 718 ხმა → 12,46%

„გახარია საქართველოსთვის" 70 421 ხმა → 11,29%

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“  47 023 ხმა → 7,54%

„გირჩი" 33 254 → 5,33%

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 19 635 ხმა → 3,15%

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 6 942 ხმა → 1,11% 

სხვები (10 პოლიტიკური სუბიექტი ერთად) 13 698 ხმა  → 2,20%
მათ შორის:
N3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“  948 ხმა
N6 „ევროპელი დემოკრატები“  1 823 ხმა
N12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 528 ხმა
N16 „შეცვალე საქართველო“ 4 603 ხმა
N17 „საქართველო“ 1 009 ხმა
N20 „თავისუფალი საქართველო" 1 421 ხმა
N21 „ტრიბუნა" 894 ხმა
N23 „ჩვენ“ 656 ხმა
N26 „მემარცხენე ალიანსი" 413 ხმა
N27 „ქართველ ერთობა" 1 403 ხმა



მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას" თითქმის ორჯერ უფრო მეტი ხმა აქვს მიღებული, ვიდრე „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ და „ნაციონალურ მოძრაობას"  ანუ სუბიექტებს, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულები.  

„ქართულ ოცნებას" აქვს მნიშვნელოვნად მეტი ხმა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას" მისგან შობილ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ და არცთუ ცალსახად მათ გვერდით მდგომ, თუმცკი „ქართულ ოცნებასთან" მკვეთრად დაპირისპირებულ გაერთიანებასთან „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისში „ქართულმა ოცნებამ" 2,8%-ით უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე პარლამენტში მოხვედრილმა სხვა ოთხმა პარტიამ, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც " კი ვერ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება და არჩევნებში ერთიანი ძალით მონაწილეობა, მცდარია მტკიცება თბილისში ოპოზიციის გამარჯვების შესახებ.