ღმრთივ მიიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფ. დიდი ჩაილურის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე. 

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამძიმარს ვუცხადებთ მამა თეიმურაზის ოჯახს, სულიერ შვილებსა და ახლობლებს. სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, ახალშესვენებულისა მღვდლისა თეიმურაზისა და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მღვდელი თეიმურაზი.