"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფლების: ხატისოფლის, ვანათისა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„მე და ჩემი ბოლნისელები ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მშვიდობის დაცვა, რათა ყველა დაწყებული პროექტი თუ პროგრამა გაგრძელდეს და შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.