„მსოფლიოს ცხოველთა დღე" პირველად გერმანიაში, 1925 წლის 24 მარტს,, კინოლოგ ჰეინრიჰ ზიმერმანმა აღნიშნა.  

კინოლოგმა  5000-მდე ადამიანს მოუყარა თავი ბერლინის სპორტის სასახლეში მიერ და ბევრი  იშრომა იმისთვის, რომ ეს დღე ყოფილიყო ოფიციალური. 

 1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

4 ოქტომბერი არის კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკ ასსიზელის, გარდაცვალების დღე.

ის ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად, ზუსტად ამიტომ მოხდა ამ თარიღის შერჩევა.