1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორიაზე და 2006 წელს, 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა, რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. - ამის შესახენ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
„ზუსტად ამას ვამტკიცებთ ბრალდების მხარე, რაც გუშინ საქვეყნოდ განაცხადა მელაშვილმა. იგი საუბრობს არა ბერთუბანზე, არამედ დავით გარეჯის მთაზე არსებულ კულტურულ ძეგლებზე, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში. ჯერ კიდევ 1995 წელს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, ოქმი, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს პირადად მელაშვილი, რომ დავით გარეჯის მთა და მასზე არსებული ყველა ძეგლი არის და უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფარგლებში. თავად მელაშვილი აწერს ამ დოკუმენტს ხელს. 1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორიაზე და 2006 წელს, 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა, რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შეიცვალა ის, რომ მან მიიღო დანაშაულებრივი დავალება ასე გაეკეთებინა და იგი უკვე იძულებულია, მისი დანაშაულის გადასაფარად დღეს ისაუბროს, თურმე ეს ძეგლები ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არის სიცრუე, მაგრამ იგი კარგად ხვდება ამას და ამ სიცრუეს რა გამოააშკარავებს – 200-ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ცხადად ჩანს, რომ მთელი მთა არის საქართველოსი და ადვოკატები რას აკეთებენ ამ დროს? ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ხარვეზი აქვს ამ რუკას და უვარგისია. 100-მდე რუკაა საქმეში და მთავარი რუკა, რომლითაც დავით გარეჯი ჩვენია, მარტო ამ რუკას აღმოაჩნდა თურმე ხარვეზი. საბედნიეროდ, არა მხოლოდ ამ რუკაზე, სხვა მასშტაბის რუკებზეც კი, დავით გარეჯის მთა იყო და არის საქართველოს შემადგენლობაში. ნურავის შეექმნება ილუზია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც წინასწარი პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, ეს მიანიშნებს მათ უდანაშაულობას. არავის გაუჩნდეს განცდა, რომ პროკურატურამ შეარბილა პოზიციები. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხების გაცემა მოუწევთ. მათ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა საქართველოს პირველ არხთან. ივერი მელაშვილმა გუშინ განაცხადა: „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას” შეგახსენებთ, კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გუშინ, წინასწარი პატმრობიდან 20- 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა. შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა საქართველოს მთავარი პროკურატურის გაანცხადებით,   “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.”  რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და განაცხადა, რომ  ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელიც საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს. მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო) მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს