სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.”      მიუხედავდ იმისა, რომ გავრცელებულ განცხადებაში არა არის დასახელებული კონკრეტული პირი, ვრცელდება ინფორმაცია რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მიზნით დაიწყო.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო კულტურის ისტორიულ ძეგლში – დავით გარეჯში დაუბრკოლებლად შესვლა, მოლოცვა, ბერად აღკვეცა და მთლიანად ამას ეჭქვეშ არ აყენებდა აზერბაიჯანული მხარე.

ასე მოხდა, რომ ბოლშევიკების დროიდან მოხდა საქართველოს ტერიტორიების დარიგება და მათ შორის ამ ტერიტორიის ნაწილის გადაცემა. მე ყველა მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ვაყენებდი საკითხს, ოფიციალურად დაეკანონებინათ ეს ტერიტორია საქართველოსთვის. მზად ვიყავით როგორც ითვალისწინებს საერთაშორისო ნორმები ტერიტორიად გაგვეცვალა, ოღონდ გარეჯი ოფიციალურად დაკანონებულიყო დელიმიტაციის დროს, როგორც საქართველოს ნაწილი.
პრაქტიკულად შეთანხმებას მივაღწიეთ ილხამ ალიევთან 2012 წელს ჩიკაგოში, ნატოს სამიტზე, როდესაც უკვე საბოლოო ეტაპზე ვყავით მათაც მიეღოთ სანაცვლოდ რაღაც ტერიტორიები და ჩვენ ჩვენი გარეჯი, რომელიც ჩემთვის პირადად ძალინ მნიშვნელოვანი იყო. რაც არის ჩვენი ჩვენ დაგვრჩენოდა და მერე მოვიდნენ ესენი, ჩაშალეს ეს მოლაპარაკებები, დაძაბეს აზერბაიჯანთან ურთიერთობა. ახლა ეს ურთიერთობები არის ისტორიულ მინიმალურ ნიშნულზე. ასეთი ცუდი ურთიერთობები, ომი არ არის თორემ დანარჩენი სხვა ყველაფერი. ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს. შესაბამისად, საქართველოს არავინ სცემს პატივს და ქართველებს აღარ უშვებენ ჩვენ ისტორიულ, კულტურულ საეკლესიო ერთ-ერთი მთავარი ძეგლის ტერიტორიაზე.
ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური პრობლემა. რომელიც ძალიან სერიოზულ რაღაცეებს ეხება პირადად ჩემთვის. ეს სიტუაცია დამთავრდება როგორც კი ესენი მოშორდებიან“, – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას გადაცემა “ღამის მთავარში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად