იტალიის სერია A-ში ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
„ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „რომასთან“ მოულოდნელი მარცხი განიცადა და მასთან ერთად გალიდერებულ „ნაპოლის“ ერთპიროვნულად დაწინაურების შანსი მიეცა. ნეაპოლელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს, სახლში „ტორინიო“ დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სამი ქულით დაწინაურდნენ.
„ინტერი“ - „რომა“ 0:1(0:1)
გოლი: 22' მატიას სულე
„ნაპოლი“ - „ტორინო“ 2:0(2:0)
გოლები: 7' და 41' სკოტ მაკტომინეი 1:0 და 2:0
„ატალანტა“ - „ლეჩე“ 1:1(0:1)
გოლები: 29' იესპერ კარლსონი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 69' მატეო რეტეგი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
„ნაპოლის“ და „ინტერის“ დარჩენილი შეხვედრების განრიგი:
3 მაისი
„ლეჩე“ - „ნაპოლი“
„ინტერი“ - „ვერონა“
11 მაისი
„ნაპოლი“ - ჯენოა“
„ტორინო“ - „ინტერი“
18 მაისი
„პარმა“ - „ნაპოლი“
„ინტერი“ - „ლაციო“
25 მაისი
„ნაპოლი“ - „კალიარი“
„კომო“ - „ინტერი“