30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი დაესწრნენ.

კულტურის მინისტრმა ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები სიგელებით დააჯილდოვა.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა კონსტანტინე გამსახურდიამ და დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა საქართველოს საბიბლიოთეკო სფეროში დანერგილი სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს.