ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის.
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გუშინ მე-2 დივიზიონის A ჯგუფიდან დაქვეითებულ ისლანდიასთან გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა, დღეს კი ჩემპიონატში გამარჯვების კიდევ ერთ უმთავრესი კანდიდატი, ახალ ზელანდია დაამარცხა და მე-2 დივიზიონის A ჯგუფში აღზევებისკენ გადადგა ნაბიჯი.
საქართველო - ისლანდია 4:0 (1:0, 3:0, 0:0)
შაიბები: 04'37" ნიკიტა ბუკია 1:0, 27'58" ნიკიტა ბუკია 2:0, 30'16'"ტიმურ ბეშაროვი 3:0, 32'44" ნიკიტა ბუკია 4:0
საქართველო ახალი ზელანდია 5:0 (2:0, 2:0, 1:0)
შაიბები: 15'16" ტიმურ ბეშაროვი 1:0, 18'49" მაკარ ნიკიშანინი 2:0, 28'36" დანილ მეტლიუკი 3:0, 29'27" დანილ მეტლიუკი 29'27", 57'55" დანილ დავიდოვი 5:0
მომდევნო შეხვედრას საქართველო 30 მაისს გამართავს ბულგარეთთან.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მე-2 დივიზიონის A ჯგუფში აინაცვლებს.