პეტრე მელიქიშვილის გამზირზე, ცამეტ ნომერში, ცნობილი მუსიკათმცოდნე, პედაგოგ ევგენი მაჭავარიანის მემორიალური დაფა გაიხსნა.

გახსნაზე მუსიკოსის მეგობრები და კოლეგები იმყოფებოდნენ.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ ევგენი მაჭავარიანის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ვიდეოკოლაჟის ჩვენება „კინო სახლის" დარბაზში შედგა.