მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონელ ექიმებზე ნებართვის გაცემა იჭიმება, რატომ? - მოვრჩეთ ამ უაზრო ბიუროკრატიას - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ექიმმა ძალიან კარგად ვიცი,რომ უცხოელ ექიმებს კანონმდებლობით ესაჭიროებათ ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია, რომ იმოღვაწეონ ქვეყანაში. მე თვითონ წლების განმავლობაში ვიყავი მინისტრთან არსებული ამ ლიცენზიების გამცემი მარეგულირებელი კომისიის წევრი. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით სამედიცინო კლინიკების მოთხოვნებს უცხოელი სპეციალისტებისათვის დროულად, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. მით უმეტეს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემა იჭიმება, რატომ?, ყველამ კარგად იცით, რომ სიტუაცია მისი ჯანმრთელობის ირგვლივ ექსტრემალურია. მოვრჩეთ ამ უაზრო ბიუროკრატიას “- წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.