მიშამ ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვიქნები, ნაწყენი ვარო - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ. ენა, აზროვნება იმისთვის არის. არცერთ მათგანს არ აკლია არც ლოგიკა, არც განათლება. ქვეყნისთვის იზრუნეთ ხალხო. ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, მე ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვიქნები, ძალიან ნაწყენი ვარო“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.