ჩვენს ყოფილ მოფარიკავეს, 21 წლის სალომე გოგუას ჩვენი დახმარება სჭირდება. - ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
"ამ ეტაპზე, სალომე, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (T უჯრედული) დიაგნოზით თურქეთში, სტამბოლის კლინიკაში მკურნალობს. პირველ ეტაპზე საჭირო იყო 59 000$, საიდანაც ოჯახმა და ახლობლებმა უმეტესი ნაწილის მობილიზება მოახერხეს.
მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროა 15 000$-ის შეგროვება, რაშიც სალომეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ასეთ დროს, თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია. - წერს ფედერაცია.