კლინიკა „ვივამედში“ ამორალური და არაექიმური ბრიფინგი ჩატარდა - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამაზრზენი და შეურაწმყოფელი ბრიფინგი კლინიკა ვივამედში - აბსურდული , ამორალური და არაექიმური.ბრიფინგი,რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ იყო დაკვეთილი.ბრიფინგზე არ ჩანდა სურვილი , თუნდაც მცდელობა მოძებნილიყო გზები შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლისა.ბრიფინგის მონაწილე ექიმებს მივმართავ რამოდენიმე შეკითხვით 1 .სახეზეა უმძიმესი ფორმით კახექსია? 2.სახეზა ანორექსია?მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ანორექსიის მიზეზები?აქვე მინდა ვუთხრა ბრიფინგის მონაწილეებს რომ მათაც კარგად იციან ანორექსია ამ შემთხვევაში არის მეორადი-არა ფსიქოემოციური .არამედ მას საფუძვლად უდევს ცენტრალური,პერიფერიული და საჭმლის მომნებელი სისტემების უმძიმესი დაზიანებები .ამ ყველაფრის მიზეზია მძიმე მეტალებით მოწამვლა.ყველაფერი ეს დადასტურებულია ქართველი , ამერიკელი და ევროპელი მედიკოსების მიერ. რომელ თვითდაზიანებულია ვივამედის ექიმებს.კრიტიკას ვერ უძლებს თქვენი ის სტილი როგორითაც მიგყავდათ ბრიფინგი“- წერს სააკაშვილი.