„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, შეხვედრები წრომისა და ინანიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.
ირაკლი ხელაძე ასევე საყვირის ქუჩა N2-ში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ცოტნე დადიანის ქუჩა N71 კორპუსის მოსახლეობას ესაუბრა.
ადგილობრივებთან შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ესწრებოდა.