მცხეთის ჯვრის მთავარი ტაძრის ინტერიერის კონსერვაციის პროექტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, - ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2024 წელს შემუშავდა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერის კონსერვაციის პროექტი, რომელიც იმავე წლის აგვისტოში შესაფასებლად გაიგზავნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში.

პროექტი ითვალისწინებს როგორც ინტერიერის კვლევას, ასევე ძეგლის საერთო სტრუქტურული მდგომარეობის შესწავლას.

ტაძრის ფასადის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციას სააგენტო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან ტაძრის ინტერიერის კონსერვაციის პროექტზე მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად შეიმუშავებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.