მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და 58 კილოგრამს იწონის. 

"წონა აქვს უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი უსათუოდ უნდა მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ. რაც შეეხება კონსილიუმს. მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა.

ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის რეფიდინგი, რომელიც ჩატარდა იქ" -  განაცხადა გიული ალასანიამ.