"გუშინ გაიჟღერა, კიდევ ერთი ახალი ტერმინი გავიგე, სპეცდიეტა აქვს თურმე, რაღაც სპეცდიეტაზეა. ამ სპეცდიეტით ხდება თურმე ეს სიცხეები, როგორც ჩანს. ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ესეც სპეცდიეტის შედეგია, როგორც ჩანს. და ის კიდევ, რომ ათრიეს, დაზიანებული რომ აქვს, ჩამტვრეული მალები, ხერხემალი დაზიანებული, მარცხენა მკლავი ჩამტვრეული, ესეც ყველაფერი თურმე თვითდაზიანებით ხდება. " - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანიამ დღეს კლინიკა "ვივა მედში" შვილი მოინახულა. მისი თქმით,
"არაფერი განსაკუთრებული არ იყო, როგორც წესი, სულ ერთი დაიგივე [საკვები] მომაქვს. მე რასაც ვუყუირებ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, გამოვდივარ აბსოლუტურად დანგრეული, იმიტომ რომ ჩემ თვალწინ აბსოლუტურად ქრება, დნება ადამიანი, მიდის და მე ამის მოწმე ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ.