ტორონტოში, „ბიმო ფილდზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეთორთმეტე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა გაიმართა.
პორტუგალიის და ხორვატიის მატჩის პირველ ნახევარი პორტუგალიელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში ხორვატებმა მატჩის მსვლელობაში პირველი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ პორტუგალიელთა მეკარემ შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება, ოთხი წუთის შემდეგ კი კიდევ ერთი სახიფათო მომენტის შემდეგ ივან პერიშიჩმა გახსნა ანგარიში.
ორივე გუნდის მიერ შექმნილი თითო-თითო სახიფათო მომენტის შემდეგ პორტუგალიელთა კუთხურს ვედეორეფერიზე გადამოწმება და მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა.
პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ ხორვატებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, პორტუგალიელებმა კი კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე იმ წუთს მინდორზე შესული იოშკო გვარდიოლის შეცდომით ისარგებლეს და გოლი გაიტანეს.
90+13' წუთზე იოშკო გვარდიოლმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასთან ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი მარიო პაშალიჩიდან მივიდა და გოლი არ ჩაითვალა.
პორტუგალია - ხორვატია 2:1(0:0)
გოლები: 53' ივან პერიშიჩი 0:1, 68' კრიშტიანუ რონალდუ, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 90+4' გონსალუ რამოში 2:1
მერვედფინალში პორტუგალია ესპანეთს შეხვდება.
შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:
კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)
მექსიკა - ეკვადორი 2:0(2:0)
საფრანგეთი - შვედეთი 3:0(1:0)
ინგლისი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2:1(0:1)
სენეგალი - ბელგია დ.დ.2:3(2:2, 1:0)
აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:0(1:0)
ესპანეთი - ავსტრია 3:0(1:0)
მერვედფინალური წყვილები:
04.07 კანადა - მაროკო
05.07 პარაგვაი - საფრანგეთი
06.07 ესპანეთი - პორტუგალია
07.07 აშშ - ბელგია
06.07 ბრაზილია - ნორვეგია
06.07 მექსიკა - ინგლისი
07.07 არგენტინა/კაბო ვერდე // ავსტრალია/ეგვიპტე
08.07 შვეიცარია/ალჟირი // კოლუმბია/განა




