5 ივლისს, სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წირვას აღავლენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

⛪️ ხვალ, 2026 წლის 5 ივლისს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს.

🔸️ ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.