მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს რომ ექსპრეზიდენტის საქმეზე სასამართლო პროცესი დაჩქარებული წესით უნდა ჩატარდეს.
მისივე თქმით, გუშინ კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად იყო.
"გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე ძალიან შეშინებული წავედი აქედან. სხვა მხრივ ეს პროცესები გრძელდება ღრმავდება ალბათ არ ვიცი. ჩვენ ყოველთვის მაგ აზრზე ვიყავით, რომ დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სასამართლოს ჩატარება. იმიტომ, რომ გვაქვს მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს ... თვითონ ყოველთვის გამოთქვამდა სურვილს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ მე, რომ მკითხოთ რთული იქნება" - განაცხადა გიული ალასანია ჟურნალისტებთან.