მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი დღეს კლინიკა "ვივა მედში" მოინახულა.

"ექიმიც არ მინახავს დღეს და ჩემი თვალით მომეჩვენა, რომ კიდევ უფრო დაკლებულია წონაში. ინტერიმზეა ლაპარაკი, შუალედურ სამკურნალოდ გადაყვანაზე. მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. არ იღებს საჭირო კალორაჟს იმიტომ, რომ ვერ იღებს, მოწამლულია. ყველაფერი ნაირ-ნაირი, კვერცხი, სალათა, წიწიბურა, ყველაფერი მივიტანე, მაგრამ რას შეჭამს იქიდან, არ ვიცი" - განაცხადა გიული ალასანიამ.