მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ დღეს კლინიკა "ვივა მედში" ექსპრეზიდენტი მოინახულა. 

მისი თვით, მიხეილ სააკაშვილი ყოველ დღე იკლებს.

"ყოველ დღე იკლებს ნახევარ კილოს ადამიანი, და გუშინ არაერთხელ გაიჟღერა იმ პროცესზე, რომ არის კახექსია, რომელიც არის ძალიან მძიმე დაავადება, ვინც არ იცის. უარყოფითად აფასებს, ისევე როგორც მე, იმიტომ რომ როცა ადამიანზე გამოდიან ასეთი პროფესიონალები და ყველა ერთხმად ამბობს, რომ არის გადაუდებელი შემთხვევა და ყოველ წუთს შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ამის ასე ერთი კვირით გადადება, ერთი კვირით გადადება რას ნიშნავს აბა თუ არა გაჭიანურებას", - თქვა გიული ალასანიამ.