პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაინიცირდა.

ცვლილებების თანახმად, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღების აკრძალვა იგეგმება.

პროექტით, იგეგმება აკრძალვა უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების ან თანადაფინანსების. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, დაუშველი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამების მიღება.