საფრანგეთის პირველი დივიზიონში ოცდამესამე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ტურის ბოლო შეხვედრა ლიონში შედგა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მიქაუტაძის „ოლიმპიკს“ სძლია და ლიდერობა განიმტკიცა.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 9,0 საუკეთესო შეფასება ორივე გუნდიდან) 59-ე წუთზე გატანილი გოლის თანაავტორი იყო. ლუის ენრიკემ იგი 68-ე წუთზე შეცვალა.

გიუორგი მიქაუტაძე Flashscore - 7,4 საუკეთესო შეფასება თანაგუნდელთა შორის) მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე და 83-ე წუთზე გატანილი გოლის თანაავტორი გახდა.

„ლიონი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 2:3(0:1)
გოლები: 53' აშრაფ ჰაკიმი 0:1, 59' უსმან დემბელე 0:2, 83' რაიან ჩერქი 1:2, 85' აშრაფ ჰაკიმი 1:3, 90+2' სორენტინ ტოლისო 2:3