თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მეორე სვირსა და კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერმა- ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მოდებაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სამუშაოებს მუნიციპალურ ტექნიკასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ. როგორც მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს - ამ დროისთვის 8 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული ცენტრალური გზების გასაწმენდად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.