ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას:
"მგზავრთა საყურადღებოდ!
ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით,"- აღნიშნულია განცხადებაში.