ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
იწმინდება ცენტრალური გზები. ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც.
მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა.
სამუშაო პროცესებს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ადგილზე ეცნობა.
ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში ერთი დღით, ხოლო ბაღებში ორი დღით შეჩერდა.