მევიოლინე ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი 6 ივლისს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.
მუსიკოსს 7 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ.
მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.