რუსული ორგანიზაცია "ალტ ინფო" საქართველოში ხელს მიშლის ქართულ საქმეზე ვილაპარაკო და ხელისუფლებას ჰგონია, ეს მისთვის მომგებიანია - ასე გამოეხმაურა ლევან ბერძენიშვილი გუშინ ყვარელში მომხდარ ინციდენტს. მისი თქმით, არავის აქვს უფლება მას ლექციის ჩატარება აუკრძალოს.
"რუსული ორგანიზაცია "ალტ ინფო" საქართველოში ხელს მიშლის ქართულ საქმეზე ვილაპარაკო და ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს მისთვის მომგებიანია. ვინ მისცა უფლება, მე შემიზღუდოს გადაადგილება და ლექციის ჩატარება ამიკრძალოს, რა უფლებით აკეთებს ამას ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე. ხომ იურისტები არიან, გერმანული დიპლომები აქვთ, როგორ არ რცხვენიათ?!"- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
გუშინ ყვარელში, ლექციის ჩასატარებლად ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ევრო - ატლანტიკურ ცენტრთან პიკეტი მოუწყვეს