მიუნხენია „ალიანც-არენაზე“ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა „ბაიერნს“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის

ხვიცა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში შეხვედრა ფრედ დაასრულა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებით უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ბაიერნი“ - „პარი სენ-ერმენი“ 1:1(0:1)პირველი მატჩი 4:5
გოლი: 3' უსმან დემბელე (ხვიჩა კვარაცხელია), 90+4' ჰარი კეინი 1:1


აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში შეასრულა საგოლე მოქმედება. ამასთან იგი წლევანდელ გათამაშებაში ერთადერთია, რომელსაც ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა (ექვსი) აქვს შესრულებული. სულ, მიმდინარე გათამაშებაში, ხვიჩა კვარაცხელიას ათი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირები კი კილიან მბაპე (15 გოლი) და ჰარი კეინი (14 გოლი) არიან.

ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელ შეხვედრაში Flashscore-ს ვერსიით ორივე გუნდის ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი (8,8) შეფასება დაიმსახურა.


„პარი სენ-ჟერმენის“ მიერ მიუნხენში გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მის  მიერ გატანილი 44-ე გოლი იყო. ჩემპიონთა ლიგის რეკორდი (45 გოლი ერთ გათამაშებაში) „ბარსელონას“ ეკუთვნის.

2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან, 30 მაისს, ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.