ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. - ამის შესახებ ინფორმაცია "ევროკლუბის" ხელმძღვანელმა ნიკა გურინმა გაავრცელა
"შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში." - წერს ნიკა გურინი და ადგილიდან ფოტო მასალას ავრცელებს.