არცერთი ბოროტება არ ხდება ბოროტების სახელით, სიკეთის სახელით ხდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.
მისი თქმით, ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ საქართველოში, ნათელი იდეალებისთვის მოდიოდნენ და ხალხის მტრებს ეძახდნენ ყველას, ვინც მათ ეწინააღმდეგებოდა.
„მე თქვენ გესაუბრეთ საზოგადოების შიშზე და სწორედ ეს არის. ადამიანი ადამიანს რომ უწოდებს რუსს, ის მართლა რუსი კი არ არის. ადამიანები არიან, სხედან სახლებში და ითმენენ უამრავ შეურაცხყოფას. ისეთი ადამიანები, რომელთა ცხოვრება და ბიოგრაფია არის რუსეთთან ბრძოლის დაპაუზებული ბიოგრაფია. ისინი იბრძოდნენ, იბრძვიან და ელოდებიან, ღმერთმა ნუ ქნას და რამე ატყდეს საქართველოში, წინა ხაზზე ისინი გაიქცევიან და რა თქმა უნდა, ვინ გაუშვებს იმ ბავშვებს.
რუსის ძახილი არის მათთვის, ასე ითარგმნება და ეს ზრდის უფსკრულს ჩვენ შორის, მონიშვნა ადამიანების რეპრესიებისთვის. ეს ძალიან ცუდად ითარგმნება“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.