წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის მიმდინარეობის პარალელურად,  ქალაქ ხაშურში აგარის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.


მოასფალტების დაწყებამდე მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილზე მოინახულეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი პაპიაშვილმა.
პროექტი, რომლის ღირებულებაც ჯამში1 272 265 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.