მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაგვიცხადეს, ავტომობილში მხოლოდ ერთი პირი, მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.