მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ვედავებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ციხეში ზის, ვედავებით „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ იმ ადამიანებმა, ვისაც მიცვალებული ჰყავს, ვისაც წაართვეს, ვინც დააზიანეს, ვინც დაზარალდა. პირიქით, დამუნათება აქეთ არის და ამბობენ, რა გვაქვს ჩვენ ბოდიში მოსახდელი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითგანახლების უნარი აღმოაჩნდა უფრო ხელისუფლებას, ვიდრე ოპოზიციას

„ძველი პოლიტიკური კლასის პრობლემა არის პერსონები, რომლებიც არ იცვლებიან. სხვათა შორის, საოცარია, თვითგანახლების უნარი აღმოაჩნდა უფრო ხელისუფლებას და მიდის მუდმივად ამ თვითგანახლების გზით, ვიდრე ოპოზიციას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ვედავებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ციხეში ზის, ვედავებით „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ იმ ადამიანებმა, ვისაც მიცვალებული ჰყავს, ვისაც წაართვეს, ვინც დააზიანეს, ვინც დაზარალდა. პირიქით, დამუნათება აქეთ არის და ამბობენ, რა გვაქვს ჩვენ ბოდიში მოსახდელი! ჩვენ ქვეყანა შევქმენით და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, ადამიანებმა, რომლებსაც ნამდვილად გვეშინია არ დაბრუნდეს ის დრო, როგორ შეიძლება დავიჯეროთ, როდესაც ვერ ვხედავთ ვერაფერს, სინანულსაც კი ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება არ გვეშინოდეს და არ ვფიქრობდე, რომ გუშინდელი დრო ხვალ არ დაბრუნდეს. ასეთი აზრი აქვს უამრავს, მარტო იმას არა, ვინც დაზარალდა, ვინც უყურა თავისი მეზობლის, მეგობრის, ნათესავისა და ასე შემდეგ, დაზარალებას. ძალიან მარტივი თემაა ეს“, - განაცხადა რაზიკაშვილმა.